შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტiს ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი.
გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
ცნობისთვის, ბათუმის პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, ქალი ადგილზე დაიღუპა.