თეგებით ძიება
04. 07. 2024 მსოფლიო

ლიეტუველი ფსიქოლოგი თავშესაფრის მაძიებლებზე სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს

ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებლების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნეს. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა.

განაჩენი ოთხშაბათს, 3 ივლისს, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ გამოიტანა.

კელპშას, სექსუალური ძალადობისთვის, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პორნოგრაფიული მასალების შეძენისა და გავრცელებისთვის - 5000 ევროს ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. გარდა ამისა, მას ოთხი წლით აეკრძალა ფსიქოლოგად მუშაობა.

ამასთან, მას, მორალური ზიანის მიყენების გამო, თითოეული მსხვერპლისთვის 10 000 ევროს გადახდა დაევალა.

სასამართლომ დაადასტურა, რომ კელფშამ მსხვერპლთა დაუცველობით ისარგებლა და თავშესაფრის ოთხი მაძიებელი აიძულა, მასთან სექსი ჰქონოდათ.

დევნილთა ცენტრში მუშაობისას, ის მსხვერპლებს დაემუქრა, რომ თავშესაფარს არ მისცემდნენ და დეპორტაციას გაუკეთებდნენ, თუ მისი მოთხოვნის შესრულებაზე უარს იტყოდნენ.

ზემდგომ ინსტანციაში განაჩენის გასაჩივრება ოცი დღის ვადაშია შესაძლებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა