თეგებით ძიება
05. 07. 2024 სპორტი

კვარაცხელიას დარჩენა თითქმის გადაწყდა - კონტრაქტის ყველა დეტალიც ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონსაც დიდი ალბათობით „ნაპოლიში“ გაატარებს, - ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემები იტყობინებიან.

Sky Sport-ზე ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ „ნაპოლი“ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და სავარაუდოდ, შეთანხმებას მიაღწევს, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს, მის გაყიდვას არ აპირებს და ხვიჩას მაინც მოუწევს ნეაპოლურ გუნდში დარჩენა, რადგან კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა.

Tuttosport-ი წერს, რომ ახალი კონტრაქტის პირობები ცნობილია: ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლდება, რომლის მიხედვით სეზონში ხვიჩა 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნით კონტრაქტში ჩაიდება გამოსასყიდი პუნქტი 130 მილიონი ევროს ოდენობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა