თეგებით ძიება
05. 07. 2024 მსოფლიო

ბაიდენმა თანამშრომლებს სთხოვა ღონისძიებები 20:00 საათის შემდეგ არ დაგეგმონ, რადგან მას მეტი ძილი სჭირდება - Washington Post

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, „დემოკრატებისთვის“ წარუმატებელი დებატების შემდეგ, თქვა, რომ მას მეტი ძილი სჭირდებოდა. მან დაავალა თავის თანამშრომლებს არ დაგეგმონ მისთვის ღონისძიებები საღამოს 8:00 საათის შემდეგ“, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 3 ივლისს ღამით თეთრ სახლში გამართულ კერძო შეხვედრის დროს „დემოკრატ“ გუბერნატორებს უთხრა, რომ მას მეტი ძილი სჭირდებოდა.

„ბაიდენი ახლა მიიჩნევს, რომ საჭიროა ცვლილებები, რათა საჯაროდ კარგად გამოიყურებოდეს“, - წერს გამოცემა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. 

შეგახსენებთ, მანამდე კი გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯო ბაიდენმა პირად შეხვედრაზე 20-ზე მეტ „დემოკრატ“ გუბერნატორს უთხრა, რომ თავის კონკურენტ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და თავს კარგად გრძნობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა