"ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო...“ - მსოფლიო ჩემპიონს მისი მთავარი მოწინააღმდეგე ემშვიდობება
“წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო”,- ამის შესახებ გამოცემა IDMAN.BIZ-ს აზერბაიჯანელმა ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ელდანიზ აზიზლიმ განუცხადა.
მოჭიდავე ამბობს, რომ მეტოქეობის მიუხედავად, ნუგზარ წურწუმიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, ხალიჩამ დაგვამეგობრა. “მე და წურწუმია მრავალი წელი ვიყავით მეტოქეები, მაგრამ გარეთ ვმეგობრობდით. ბოლოს 20 დღის წინ შევხვდით. ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ… წელს ცოტა გაუჭირდა ნუგზარს, დედა გარდაეცვალა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ 7 წლის ასაკში, მისი პატარა ძმა მარტო დარჩა”,- ამბობს IDMAN.BIZ-სთან საუბრისას აზიზლი.
ცნობისთვის, ნუგზარ წურწუმია, ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.