ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია - დავით ზალკალიანი
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ზალკალიანის თქმით, მან პირადად მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის დამოუკიდებლობის დღე პირადად მიმელოცა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მდივანს მივულოცე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია“, - აცხადებს ზალკალიანი.
🇺🇸✨Today, I had the opportunity to personally congratulate Secretary of State Anthony Blinken on the Independence Day at the State Department's Independence Day event. I conveyed my warmest congratulations to the Secretary and reaffirmed Georgia's commitment to… pic.twitter.com/Fwspolwdpt — David Zalkaliani (@DZalkaliani) July 5, 2024