თეგებით ძიება

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უნგრეთს მანდატი არ აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ კარგი ინსტრუმენტი იმ ადამიანების ხელში, ვისაც მშვიდობა სურს - ორბანი

ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა არ აძლევს უნგრეთს მანდატს, რომ უკრაინაში მშვიდობას ხელი შეუწყოს, მაგრამ უნგრეთი შეიძლება იყოს კარგი ინსტრუმენტი იმ ადამიანების ხელში, ვისაც მშვიდობა სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წერს Telex-ი.

ორბანმა კიევში ვლადიმერ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია მშვიდობისკენ სვლისთვის, მაგრამ უნგრეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ამის მანდატი არ აქვს.

„უნგრეთი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მანდატი და არც შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური წონა, არ გვაქვს ადეკვატური ეროვნული (მთლიანი) პროდუქტი, არმია და ა.შ., მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ კარგი ინსტრუმენტი იმ ადამიანების ხელში, ვისაც მშვიდობა სურს“, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ორბანი დარწმუნებულია, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებებს დიდი ქვეყნები წარმართავენ“.

მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „არ იყო ბედნიერი“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის იდეით. მისივე თქმით, ყველას ეშინია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მეორე მხარე ამით ისარგებლებს.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა კომენტარი არ გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 5 ივლისს რუსეთში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა