თეგებით ძიება

ისნის რაიონის ნაწილს დღეს წყალი შეუწყდება - ნახეთ GWP-ის განცხადება

დღეს, 5 ივლისს, ისნის რაიონში, თელავის ქუჩა N58-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 5 ივლისს 12:30 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ისნის რაიონში: მოსკოვის გამზირის ნაწილს; ღვინისა და მეტეხის აღმართებს, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, ჯორბენაძის, ურბნისის, მუკუზნის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, არგვეთის, ბოდბის, ზახაროვის, კაჩინსკის, უჯარმის, კაკულიას, თელავის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, აწყურის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ციხისძირის, დიდგორის, ნადარეიშვილის, ლობჟანიძის, შირაქის, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, სოფრომაძის, საინგილოს და მიმდებარე ქუჩებს; გაბრიელ სალოსის IV და V შესახვევებს, წულაძის ქუჩას და შესახვევებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა