ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინს 5 ივლისს დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება. ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა ორბანთან შესაძლო შეხვედრის შესახებ კითხვაზე პასუხი არ გასცა.
შეგახსენებთ, მანამდე კი, ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.