რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა
რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ვადამდელ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ქვეყანას კი პირველ რიგში მინდა ვუთხრა - ბოდიში. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი მოგვეცით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ თქვენს შეფასებას აქვს მნიშვნელობა. გავიგონე თქვენი ბრაზი, თქვენი იმედგაცრუება და ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ“, - განაცხადა სუნაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მალევე პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.
სუნაკს პრემიერის თანამდებობაზე გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სერ კირ სტარმერი ჩაანაცვლებს.