თეგებით ძიება

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბეჰემოთებს ფრენა შეუძლიათ

დიდ ბრიტანეთში, ჰერტფორდშირის სამეფო ვეტერინარული კოლეჯის მკვლევარებმა ბეჰემოთების სიარული შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მათ დაბალ სიმაღლეზე, ხანმოკლე დროით ფრენა შეუძლიათ. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში PeerJ გამოქვეყნდა.

კვლევას პროფესორი ჯონ ჰაჩინსონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბეჰემოთის მოძრაობების შესწავლა ძალიან რთულია, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებენ  და უკიდურესად აგრესიულები და საშიშები არიან. ჰაჩინსონმა ბეჰემოთებზე დაკვირვებისთვის ჩრდილოეთ იორკშირში სტუდენტი, ემილი პრინგლი გაგზავნა.  

ჩამოტანილი ვიდეოების, ასევე YouTube-ს განთავსებული ვიდეოების ნახვის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სირბილის დროს ბეჰემოთი მიწიდან სინქრონულად წევს წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა ფეხს ან წინა მარჯვენა და უკანა მარცხენას. შესაბამისად, სირბილის დროს ბეჰემოთის ორი ფეხი მუდმივად ჰაერშია. ჩქარი სირბილის დროს ცხოველები შემთხვევების 15 პროცენტში ოთხივე კიდურს მიწიდან ერთდროულად წევენ და "ფრინდებიან". როგორც წესი, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ბეჰემოთს თავისი ტერიტორიიდან კონკურენტების განდევნა უნდა. 

ჰაჩინსონსი დარწმუნებულია, რომ ბეჰემოთი სპილოზე უფრო სპორტულია. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბიომექანიკური თვალსაზრისით, კვლევა მარტივი იყო, თუმცა ყველაზე რთული დიდი მოცულობის ვიდეოკადრების ნახვა აღმოჩნდა. „ეს ყველაზე მეტად მძულს ჩემს სამსახურში. ძალიან მოსაწყენია. მტკივნეულად მოსაწყენი, - აღნიშნა მან The Guardian-თან ინტერვიუში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა