ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმატორმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა.
69 წლის პეზეშკიანის კონკურენტი არჩევნებში 58 წლის საიდ ჯალილი იყო, რომელიც დასავლეთთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
ხელისუფლების ცნობით, არჩევნებში პეზეშკიანმა 16,3 მილიონი ხმით გაიმარჯვა, ჯალილიმ კი 13,5 მილიონი ხმა მიიღო.
პირველადი ინფორმაციით, აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა, რაც პირველ ტურზე მეტი იყო.
ცნობისთვის, ირანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 19 მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გახდა აუცილებელი, რომელშიც ირანის ყოფილი პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაიღუპა.