მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო - ბაიდენი
მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისითან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში, ბაიდენმა უარი თქვა, ჩაიტაროს „კოგნიტური ტესტი“ და მისი შედეგები გაასაჯაროოს. მისივე თქმით, ის "კოგნიტურ ტესტს“ ფაქტობრივად ყოველდღე გადის, როდესაც თეთრ სახლში საქმიანობს“.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ეიბისისთან“ 22-წუთიან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მკაფიო იყო, ვიდრე დონალდ ტრამპთან დებატებისას, თუმცა ბაიდენის ხმა მაინც სუსტი იყო.
ცნობისთვის, სატელევიზიო დებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წევრების ნაწილი და დონორები მოუწოდებენ ბაიდენს, გამოეთიშოს საპრეზიდენტო მარათონს, რაზეც ის უარს ამბობს.