8 ივლისს საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
თბილისის საბავშვო ბაგა - ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:
1. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
4. მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
5. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
7. ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
8. თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected].ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.geმშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას.