უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს გუშინ 12 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 50-ზე მეტი
უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის ცნობით, რუსეთის თავდასხმების შედეგად რეგიონში 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 43. ჩასივ იარში 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ სელიდოვეში 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ქალაქ ტორეცკზე თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ფალაშკინის განცხადებით, სოფელ კომარზე რუსებმა თავდასხმისთვის სამი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით,გუშინ რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა რვა სახლი, გაზსადენი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. 1 ქალი დაიღუპა და 1 დაშავდა ბერისლავის რაიონის სოფელ ხრეშჩენივკაში, როდესაც ის რუსული საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა.
დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლზე თავდასხმის შედეგად, 21 და 61 წლის ორი კაცი დაშავდა - განაცხადა გუბერნატორმა სერხიი ლისაკმა. ასევე, დაზიანდა შვიდი სახლი, მაღალსართულიანი შენობა, ასევე სამედიცინო დაწესებულება, სამრეწველო საწარმო და გაზსადენი.
რუსული თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ხარკოვის, სუმის, მიკოლაევის და ზაპოროჟიეს ოლქებში.