"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ, აშინებენ სცემენ..." - რას წერს თიკა ჯამბურია?
რამდენიმე დღის წინ თიკა ჯამბურია შვილთან ერთად, სიცილიაში ყოფილი ქმრის ქორწილს დაესწრო. ბექა ხოფერიასა და სოფო ქურდიანის ზღაპრული ქორწილი, სიცილიის ერთ-ერთ შატოში, Castello Xirumi-ში გაიმართა. აეროპორტის გზაზე თიკა წერდა, რომ მისი გამომწერები მალე გაიგებდნენ, თუ სად მიფრინავდა შვილთან ერთად.
თიკას ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, ყოფილი მეუღლის ქორწილში არაჩვეულებრივი დრო გაატარა. უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ბექასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და თიკა თავადაც შეყვარებულია, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს.
როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა უარყოფითი კომენტარები დაწერა, რასაც ჯამბურიამ ასე უპასუხა:
"უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ, აშინებენ, სცემენ... და ამას მალავენ იმიტომ რომ, თავმოყვარეობას უფრთხილდებიან.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის თქვენნაირი მოაზროვნე ხალხისგან გამოთქმული ცუდი, ანუ კომპლიმენტია... ესე იგი, სწორ გზაზე ვარ და სწორად ვცხოვრობ, არა წარსულზე მიჯაჭვული, აწმყოთი და მომავლის იმედით..." - წერს ჯამბურია.