თეთრი სახლი: ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი შეშფოთებულია ორბანის არჩევანით.
„ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, - დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.