ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს რეზოლუციაზე - სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას მოუწოდებს.
„სამხრეთ ოსეთმა რეალობას მოწყვეტილი მიკერძოებული დოკუმენტების განხილვის დესტრუქციულობის შესახებ თავისი პოზიცია არაერთხელ გამოხატა“, - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში.
ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი დოკუმენტების მიღება ხდება.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაცია“, - აღნიშნეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.