თეგებით ძიება

გეგელია - „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის

აშშ- საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობის საერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“. „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოღალატე უწოდა, რომელმაც აშშ-ის მიერ მონიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას „რუსული კანონი“, თეირანში სიარული და ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება ამჯობინა“.

„მსურს, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სამწუხარო მომენტს, როდესაც აშშ- საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობის საერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“. „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც გააჩნია არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო მნიშვნელობა. სწორედ იმ თვეებში, ზაფხულის თვეებში, როდესაც საშუალოდ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები არის ხოლმე გაზრდილი, აშშ-ის ასობით სამხედრო სხვა პარტნიორთან ერთად, იმყოფებოდა ხოლმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენდა რუსეთისგან მომავალი აგრესიისგან თავის დაცვის ერთით მეტ ინსტრუმენტს და ეს ინსტრუმენტი „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლების დამსახურებით ჩვენ აღარ გვექნება განუსაზღვრელი ვადით. ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოგვთავაზა მეტი პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახალი შანსები სტუდენტებისთვის, ამ ყველაფრის გამოყენების, ამ ახალი შანსების და შესაძლებლობების გამოყენების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ამჯობინა „რუსული კანონი“, ამჯობინა თეირანში სიარული და ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება, რაც არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის და ჩვენი განვითარების შანსების გამოყენებას ყოველთვის ამჯობინებს საკუთარ პარტიულ პოლიტიკურ ეგოს და რუსული ინტერესის და ავტოკრატიული ინტერესის მსახურებას ამ ქვეყანაში. ამიტომაც, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ თითოეულ ქართველს 26 ოქტომბერს დავირაზმოთ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა მტრისგან, რომელიც ახლა უკვე ზის კანცელარიაში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში. გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა მტრისგან, შევქმნათ ერთიანი ეროვნული კოალიცია და გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რაც ჩვენს ქვეყანას ახლა აქვს მონიჭებული იმ გეოპოლიტიკური რეალობის გამო, რაც არის შექმნილი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა