ირანის პორტში გემი ამობრუნდა
სპარსეთის ყურეში, ირანის ბანდერ აბასის პორტში, ქვეყნის საზღვაო ძალების ფრეგატი გადაბრუნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავსადგურის ოფიციალური განცხადების თანახმად, გემი რემონტის დროს ავზებში წყლის შესვლის გამო გადაბრუნდა.
Sahand 2017 წელს გამოვიდა და 2500 ტონას იწონის. აღჭურვილია ტორპედოს გამშვები საშუალებებით, რაკეტებით, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო, არტილერიითა და ავტომატური ქვემეხებით.
ირანის გემთმშენებლობისა და ოფშორული მრეწველობის კომპლექსის ხელმძღვანელმა სალმან ზარბიმ სააგენტო Fars-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გემის შეკეთება შესაძლებელია.