თეგებით ძიება
08. 07. 2024 ვიდეო

როგორია "გლოვოს" დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი (ვიდეო)

"გლოვოს" დაჭრილ და ნაცემ კურიერს ოპერაცია გვიანობამდე უტარდებოდა.

"წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. როდის გაეწერება კლინიკიდან, ჯერ არ არის ცნობილი", - თქვა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო რამიშვილმა.

კურიერზე თავდამსხმელი შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია, დამნაშავე მიმალვაშია. გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძეზე, 2 დღის წინ მოხდა. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამას მოჰყვა თავდასხმა კურიერზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა