თეგებით ძიება

მოუთმენლად ველი ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას - ინდოეთის პრემიერი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დღეს რუსეთს ეწვევა.

როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, ინდოეთის პრემიერი ამ შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

"მოუთმენლად ველი ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას და მისთვის, სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხზე მოსაზრებების გაზიარებას“, - წერს ნარენდრა მოდი.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტი 8-9 ივლისს შედგება და პირველი პირების შეხვედრაზე საუბარი შეეხება როგორც  რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივების, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა