თეგებით ძიება
08. 07. 2024 სპორტი

რუსმა მოჭიდავეებმა პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ თამაშზე უარი თქვეს

რუსმა მოჭიდავეებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსვლაზე უარი განაცხადეს. როგორც რუსულმა მხარემ განაცხადა, რუს მოჭიდავეებს 16 ოლიმპიური ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 10 მათგანი დაუშვა 2024 წლის ოლიმპიადაზე. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ის სპორტსმენები დაიშვებოდნენ, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ საომარ მოქმედებებს. შესაბამისად, მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ უნდა მოუხდებოდათ ასპარეზობა. 

ამაზე პასუხად, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა ითათბირეს და „მივიდნენ ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე - უარი თქვან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე“. 

შეგახსენებთ, ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირდება. შეზღუდვა ეხება ბელარუსსაც, რომლის ტერიტორიიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით არაერთი შეტევა განახორციელა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა