თეგებით ძიება

დიდ დიღომში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღსადგენად რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა N66-ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღსადგენად რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები გუშინ, 7 ივლისის ღამის საათებში დაიწყო და ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 8 ივლისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროტის, არჩილ მეფის, რამაზის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, გრიგოლ ჩხიკვაძის, ფერაძის და ხელაშვილის ქუჩებს.

ასევე: ქოშიგორას, ბენდუქიძის, ვაშლიჯვრის დასახლებას, სოფელ ზურგოვანს და მუხათგვერდს.

8 ივლისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება ასევე შეზღუდული აქვს: დიდ დიღმის მიმდებარე დასახლებებს, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, სარაჯიშვილი, კვანტალიანი, გოძიაშვილი თავის შესახვევებს და კორპუსებს, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, როსტევანის, ცამეტი ასურელის, ჯანიაშვილის, სარგის კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის, შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებს.

აგრეთვე, სოფელი დიღომში: სონღულაშვილის, უგრეხელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, ქრისტოფორის, კასტელის, ფრედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელის, ანდრონიკაშვილის, გოძიაშვილის, თინათინ წერეთლის, მარშალ გელოვანის, თოფურიას, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს.

დიღმის მასივის I კვარტლის N10.11.12 კორპუსებს.

ზაჰესში გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა