ოქტომბერში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს - მიხეილ სააკაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი იმართება. სხდომას დისტანციურად ჩაერთო მიხელ სააკაშვილი, რომელმაც მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება წარსულზეა ორიენტირებული, "ნაციონალური მოძრაობა" კი პირიქით. მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სია ახალი ხალხით უნდა იყოს დაკოპლექტებული.
"საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. [...] მე მინდა გითხრათ შემდეგი, რამ დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.