თეგებით ძიება
08. 07. 2024 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსმა სამხედროებმა 8 ივლისს, დილით კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა“ იუწყება.

კასპიის ზღვის აკვატორიიდან ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გაუშვეს, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ასევე რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებიც გამოიყენა.

კიევის რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის სამ რაიონში ჩავარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში არიან დაშავებულები.

ასევე აფეთქებების ხმები ისმოდა კრივოი როკის ოლქში და უკრაინის ცენტრალური ნაწილის სხვა რეგიონებში.

ღამით უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რუსეთიდან გამოშვებული 6 რაკეტა ჩამოაგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა