ფრანგული მედიის ცნობით, ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორდოს ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია როგორც 23 წლის ქართველთან, ისე, კლუბების დონეზეც. არსებული ცნობით, ბორდო ქართველი შემტევის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებს.
L’Equipe წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დავითაშვილი 4-წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად სენტ-ეტიენში ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ასპარეზობს და ჩემპიონის ტიტული 10-ჯერ აქვს მოპოვებული.