თეგებით ძიება
08. 07. 2024 ვიდეო

"მე ვფიქრობ, ამ ოთხ თამაშამდე წინა ორი თამაში იყო გაცილებით მნიშვნელოვანი, რამაც ყველაზე დიდი გარდატეხა მოახდინა ფეხბურთელებში და საზოგადოებაში...“ - საბა კვირკველია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია სტუმრად გადაცემა „იმედის დილაში“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე,სამომავლო გეგმებზე, ევრო 2024-ზე და გამარჯვების ემოციებზე ისაუბრა.

„პირველი შემიძლია ის გავიხსენო ასეთი ერთიანი საქართველო, გერმანიაშიც ვგრძნობდით და შემდეგ რომ ჩამოვედით, რა დახვედრაც გაგვიკეთეს ეს იყო წარმოუდგენელი არავინ არ ველოდით. ბედნიერები ვართ, მაგრამ იმასაც ვაანალიზებთ, რომ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენ მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს რესურსი, რომ სხვა მაღალი მიზნებისთვის დავიწყოთ ფიქრი და მზადება.

მე ვფიქრობ, ამ ოთხ თამაშამდე წინა ორი თამაში იყო გაცილებით მნიშვნელოვანი. რამაც ყველაზე დიდი გარდატეხა მოახდინა ფეხბურთელებში და საზოგადოებაში. ლუქსემბურგთან რომ ვთამაშობდით ვგრძნობდით რომ ქვეყანა იყო გაჩერებული. მხოლოდ განიხილებოდა ფეხბურთი. ფეხბურთელები ვგრძნობდით რომ ჩვენ თუ წავაგებდით ეს მარტო ჩვენი წაგება არ იქნებოდა. ეს იქნებოდა საქართველოს წაგება და ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა საბა კვირკველიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა