თეგებით ძიება
08. 07. 2024 მსოფლიო

რუსეთმა კიევში სამშობიარო დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსეთის განმეორებითი თავდასხმა კიევზე - სამიზნე ისევ სამედიცინო დაწესებულება გახდა. დაბომბილია სამშობიარო. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.

შეგახსენებთ, აგრესორმა დღეს დილიდან სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 35-მდე ადამიანი, თუმცა ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ არიან ადამიანები და მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის გაზრდა.

კიევის გარდა, რუსული რაკეტების სამიზნე გახდა დნიპრო, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა