თეგებით ძიება
08. 07. 2024 მსოფლიო

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხვალ, 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ნებისმიერი გასართობი ღონისძიება.

რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქ კიევში მდებარე საცხოვრებელი შენობები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა