თეგებით ძიება

„ამერიკული წვრთნების გაჩერება კატასტროფის პირველი ეტაპია“ - თინა ხიდაშელი

ამერიკული წვრთნების გაჩერება კატასტროფის პირველი ეტაპია - ამ განცხადებას თავდაცვის ექს მინისტრი აკეთებს. თინა ხიდაშელი, რომლის მინისტრობის პერიოდშიც დაიწყო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების შეჩერებას დომინოს ეფექტი ექნება. მისი თქმით, შტატები საქართველოში, სავარაუდოდ, ყველა პროექტს გააჩერებს.

აუცილებლად ეს აისახება მთლიანად სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ამიტომ, ჩემდა საწმუხაროდ, ჩეmი პროგნოზი ასეთია, რომ იგივე განათლების სფეროში და ნებისმიერი სხვა მიმართულებით, სადაც განსაკუთrებით მზარდი და დიდია ჩვენი პარტნიორობის მასშტაბი, ეს გადასინჯვა და გადახედვა ურთიერთობების აუცილებლად აისახება. მეორე, უშუალოდ თავდაცვaს რაც შეეხება, „ღირსეული პარტნიორი“ ეს არ არის განყენებული პროგრამა, ეს არის ქართულ-ამერიკული სამხეdრო ურთიერთობების ერთი შემადგენელი კომპონენტი, მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი, მსუყე მათ შორის ფინანსურადაც. ამ კომპონენტის მოშლა ან შეჩერება დროებით, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, როm ანალოგიური წესი გავრცელდება სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე და ეს იქნება კატასტროფა ქართული ჯარისთვის. ამას აუცილებლად ექნება თოვლის გუნდის ეფექტი, როგორც ამერიკელები ამბობენ, სხვა ევროპის ნატოს ქვეყნებთან მიმართებაშიც, მაშინ დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა და ატაროს მერე ირაკლი კობახიძემ წვრTნები და მიესალმოს ქართულ ჯარს ჩiნეთის განმანთავისუფლებელ არმიასთან ერთად. მესამე, არის, რა თქმა უნდა, რეპუტაციული ზიანი უკვე ქვეყნისთვის, რაც არ ეტევა ერთი სახელმწიფოს საზღვრებში და ის ვერ ჩაიკეტება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, - ამბობს ხიდაშელი. შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს  ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა