არასამთავრობოების კულვარული კვლევის შედეგები: ხელისუფლება მარცხდება, ენმ-ის რეიტინგი შემცირდა, ამომრჩეველი ოპოზიციის ერთიან სიას არ ემხრობა - გაიგეთ მეტი
პოლიტიკური პარტიების დაკვეთით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულვარული წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარეს, რომელსაც ცნობილი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი ადამიანი. კვლევის შედეგები პარტია "ევროპულმა საქართველომ" გუშინ გასააჯაროვა.
კვლევაში ჩანს ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა. ოპოზიციური პარტიების რეიტინგის ზრდა, განსაკუთრებით თბილისში.