ჯო ბაიდენისა და დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. კირ სტარმერს ჯო ბაიდენი უმასპინძლებს. ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ავრცელებს.
ჯონ კირბის თქმით, ვიზიტი ვაშინგტონში დაგეგმილი ნატოს სამიტის ფარგლებში შედგება. ამავე ფორმატში, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და ის პარტნიორები დაესწრებიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს უკრაინასთან.