მეთიუ მილერი: ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით
რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატები. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ გადავხედავთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახოთ, რაზე ისაუბრა მან. ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა მილერმა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.