"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან
ახალი პოლიტიკური ალიანსი გადამწყვეტი არჩევნების წინ - "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. განცხადებას პოლიტიკური ლიდერები ამ წუთებში აკეთებენ.
"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად", - განაცხადა "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ.