ახალი და დროა-გირჩი საარჩევნოდ გაერთიანდნენ, გრძელდება მოლაპარაკებები ლელოსთან
ახალი და დროა-გირჩი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად" - თქვა ნიკა გვარამიამ.
მასალა განახლებადია.
ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად, მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, არამარტო ლელოსთან, იმიტომ რომ დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის. თუმცა, დღევანდელი განაცხადის შემდეგ, ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ასევე, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ ყველამ ერთად.