თეგებით ძიება

ფოთი საზღვაო სეზონს განახლებული სანაპიროთი ხვდება

დღეს, ფოთის მერია საზღვაო სეზონს ოფიციალურად გახსნის. განახლებულ სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პლაჟის თამაშებში - ფეხბურთში, ფრენბურთსა და რაგბიში.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, საღამოს 20:30 ზე კი მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას ჯგუფი ურსა და დუეტი ჯორჯია ბენდთან ერთად მიიღებენ. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

19:00 საათიდან, ღონისძიებების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. რეაბილიტირდა სველი წერტილები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა