თეგებით ძიება

ჰარჩინსკი: ევროკავშირის ახალი მმართველობა დიდი ამბიციებით შეუდგება გაფართოების საკითხს. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება და ამ ტალღაში საქართველოც მოხდება

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის დონორები და ექსპერტები მიღებენ მონაწილეობას, რათა მომავალი კვირისთვის გაერთიანების, გაფართოების მომდევნო ტალღა განიხილონ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატი ქვეყანა არსებობს. მათ შორის ერთი საქართველოა“,-ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰარჩინსკიმ, არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით ევროკავშირის ახალი მმართველობა დიდი ამბიციებით შეუდგება გაფართოების საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ გაფართოების ტალღაში საქართველოც მოხდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის დონორები და ექსპერტები მიღებენ მონაწილეობას, რათა მომავალი კვირისთვის გაერთიანების, გაფართოების მომდევნო ტალღა განიხილონ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატი ქვეყანა არსებობს. მათ შორის ერთი საქართველოა. თითოეულ მათგანს გარკვეული გამოწვევები და პრობლემები აქვს. პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ახალი მმართველობა დიდი ამბიციებით შეუდგება გაფართოების საკითხს. ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება და ამ ტალღაში საქართველოც მოხდება. ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის მაგრამ იმედი მაქვს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დაკარგულ დროს ავანაზღაურებთ რათა საქართველო ისევ გახდეს ამ პროცესის ნაწილი“,-განაცხადა პაველ ჰარჩინსკიმ.

არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის გარეშე მსჯელობენ. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა გახსნა. მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ კადრების გადაღების საშუალება ჰქონდათ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა შეხვედრა დატოვეს. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიება დახურული არ ყოფილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა