თეგებით ძიება

ნატო უკრაინა-რუსეთის ომის მხარე არ უნდა გახდეს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეერთებულ შტატებში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ ნატო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარე არ უნდა გახდეს.

ერდოღანის თქმით, მსოფლიომ იცის იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც თურქეთი უკრაინის მიმართ გამოხატავს. 

"ჩვენ, ასევე, ვიცავთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რომ ნატო კონფლიქტის მხარე იყოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ სამართლიან მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს“, - აღნიშნა ერდოღანმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა