თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 10 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ვანის და ტრიკოტაჟის ქუჩების მოსახლეობას.    

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას.    

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის, ბენაშვილის, ჩერქეზიშვილი  როსტომაშვილის, გორკის, გოცირიძის, ბოჭორიძის, შიო არაგვისპირელის, ახალციხის, ვეძათხევის, ზურაბ ქვლივიძის, ჩიქობავას, იაროსლავის, ლენტეხის, ტერენტი გრანელის, ემილ ვერჰარნის, მამარდაშვილის და დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩების მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ალმასიანის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.    

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა