თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს. ამის შეასხებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დაავადების საწინააღმდეგო არანაირ მედიკამენტს არ იღებს, თუმცა კარინ ჟან-პიერმა დასძინა, რომ ბაიდენი ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების ფარგლებში, ნევროლოგთან რამდენჯერმე მივიდა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი ექიმი ნევროლოგ კევინ კანარდს შეხვდა, რომელიც კონკრეტულად პარკინსონით დაავადებულებს მკურნალობს. გამოცემის ცნობით, კანარდი 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულამდე თეთრ სახლს რვაჯერ ესტუმრა.