თეგებით ძიება
09. 07. 2024 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააკავა და ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".

„ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით  (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, - აცხადებენ სასამართლოში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა