"ყალბი "ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით, ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, "ყალბი "ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით, ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ."
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი "ექაუნთებისა" და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.