პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება
საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი სრულდება.
საბჭომ პროკურორობის 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა, დღეს კი ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად ბოლო კანდიდატს - პაატა შავაძეს გაესაუბრება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
16 ივლისს საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ პარლამენტი საკომიტეტო განხილვაზე იმსჯელებს.