თეგებით ძიება

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო, ბარცხანის, ბნზ-სა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები სანაპიროს გარეშე დარჩნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება

ბარცხანის, ბნზ-სა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები პლაჟის გარეშე დარჩნენ. ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო, სანაპიროზე ბანაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები „აჭარა თაიმსთან“ აცხადებენ, ზღვაში ქვიშის ჩაყრის შედეგად, წლების წინ, ზღვის ფსკერზე დალექილი ნავთობი ამოტივტივდა, გარდა ამისა, დიდი ზომის ლოდების ჩაყრის გამო, ბანაობას ვერ ახერხებენ.

დასახლებებში მცხოვრებლებმა დღემდე არც ის იციან, შეძლებენ თუ არა სანაპიროთი სარგებლობას მას შემდეგ, რაც ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დასრულდება.

8 ქუჩის, 1500-ზე მეტი ოჯახი ბათუმის მერიისგან წერილობითი გარანტიების მიღებას ითხოვს. ერთ თვეზე მეტია მოსახლეობა თვითმმართველობისგან განცხადებაზე პასუხს ელოდება.

„გთხოვთ სანაპიროზე დაგვიტოვოთ 10 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც ბანაობას შევძლებთ,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც 1500 ადგილობრივი აწერს ხელს.

ინფორმაციისთვის: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი “ამბასადორი ჯგუფია”. აღნიშნულმა კომპანიამ მასშტაბური აქციებისა და სპეციალისტების უარყოფითი ექსპერტული დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობა ააშენა. კომპანია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა