ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ალპინისტის ცხედარი 22 წლის შემდეგ იპოვეს
ამერიკელი ალპინისტის ცხედარი, რომელიც 22 წლის წინ, ზვავის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდა, იპოვეს. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, უილიამ შტამპფლის ცხედარი ყინულმა და ნულოვანმა ტემპერატურამ შეინარჩუნა და მას ჯერ კიდევ კარგად ჰქონდა შენახული ჩექმები, აღჭურვილობა და ტანსაცმელი. მათი თქმით, ცხედრის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან მთამსვლელს მართვის მოწმობა და პასპორტი თან ჰქონდა.
ცნობისთვის, უილიამ შტამპფლი ორ მეგობართან ერთად, ანდების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე ასვლას ცდილობდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა და მთამსვლელები მოიყოლა. მისი მეგობრებიდან ერთი ნაპოვნია, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
58 წლის შტამპფლი, პოლიციამ ზღვის დონიდან 5200 მეტრზე აღმოაჩინა. ის 22 წლის წინ, 6,768 მეტრის სიმაღლის ჰუასკარანის მთაზე ასვლას ცდილობდა.