თეგებით ძიება
10. 07. 2024 მსოფლიო

Reuters: ნატოს რუსეთის თავდასხმისგან თავის დასაცავად 35-50 ახალი ბრიგადა დასჭირდება

ნატოს 35-50 ახალი ბრიგადა დასჭირდება იმისთვის, რომ რუსული თავდასხმისგან თავი დაიცვას, - ამის შესახებ Reuters-ი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ახალი გეგმები აქვს, რომლის რეალიზებას დამატებითი სამხედრო ძალა სჭირდება.

Reuters-ი წერს, რომ ერთი ბრიგადა 3000-დან 7000-მდე სამხედროს მოიცავს და 50-მდე დამატებითი ბრიგადის მობილიზება სერიოზული გამოწვევა იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა