თეგებით ძიება
10. 07. 2024 მსოფლიო

ჯორჯ კლუნი: მე მიყვარს ჯო ბაიდენი, მაგრამ ჩვენ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი გვჭირდება - ამ პრეზიდენტით ნოემბერში ვერ გავიმარჯვებთ

მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დაწერა სტატია გაზეთ The New York Times-ისთვის, რომელშიც ის ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„მე მიყვარს ჯო ბაიდენი. როგორც სენატორი. როგორც ვიცე-პრეზიდენტი და როგორც პრეზიდენტი. მე მას მეგობრად ვთვლი და მჯერა მისი. მე მჯერა მისი ხასიათის. მე მჯერა მისი მორალის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მან მოიგო მრავალი ბრძოლა, რომლის წინაშეც იდგა“, - წერს ჯორჯ კლუნი, რომელიც წლების განმავლობაში „დემოკრატიული“ პარტიის მხარდამჭერია.

„მაგრამ ერთი ბრძოლა, რომელსაც ის ვერ მოიგებს, არის ბრძოლა დროსთან. არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია [ამ ბრძოლის მოგება]. ჯო ბაიდენი, რომელთანაც სამი კვირის წინ ვიყავი საარჩევნო ღონისძიებაზე, არ იყო 2010 წლის ჯო ბაიდენი. ის არც 2020 წლის ჯო ბაიდენი იყო. ის იგივე კაცი იყო, რომელიც [ტრამპთან] დებატებზე ვიხილეთ“, - წერს მსახიობი.

მისი თქმით, „დემოკრატები“ იმდენად იყვნენ შეშინებულნი ტრამპის მეორე ვადის პერსპექტივით, რომ „ჩვენ გადავწყვიტეთ არ შეგვემჩნია ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი“, როდესაც საქმე ბაიდენის დაბერებას ეხება.

„ამ პრეზიდენტით ნოემბერში ვერ გავიმარჯვებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას, დავთმობთ სენატს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრი, რომლებსაც მე პირადად ვესაუბრე. ჯო ბაიდენი გმირია. მან გადაარჩინა დემოკრატია 2020 წელს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს 2024 წელს“, - დასძინა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა