ბრიტანეთში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები არბალეტით მოკლეს
ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს. პოლიცია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰერტფორდშირის საგრაფოში პოლიცია სამშაბათს საღამოს გამოიძახეს, სადაც სამართალდამცველებს 3 მძიმედ დაშავებული ქალი დახვდათ, რომლებიც შემდეგ გარდაიცვალნენ.
პოლიციის თავდაპირველი ცნობით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და შვილები აღმოჩნდნენ.
პოლიციის ცნობით, ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობას და თავდამსხმელმა მკვლელობის იარაღად არბალეტი გამოიყენა, თუმცა, სავარაუდოდ, გამოყენებულია სხვა იარაღებიც.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირებაც შეძლეს, მათი ცნობით, ის ბრიტანეთის არმიის ყოფილი წევრი, 26 წლის კაილ კლიფორდია. პოლიციის ცნობით, კლიფორდი შესაძლოა კვლავ არბალეტით გადაადგილდებოდეს.