ბელგიელი მინისტრი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს
ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.
ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, - წერს ლაბიბი.